15 დღიანი კლასიკური ტური “ოაზისების მოყვარულთათვის“.(ქაირო-ოაზისები-ლუქსორი-ასუანი-აბუ სიმბალი)

 

მარშრუტი და ტურის პროგრამა:
1-დღე.ქაირო-ჩამოსვლა.
აეროპრტში ჩამოსვლისას,საპასპორტო და საბაჟო კონტროლის მერე,ჩვენი გიდი დაგხვდებათ თქვენ აეროპორტის გასასვლელთან.ის მიგიყვანთ სასტუმროში და მოგაწვდით საჭირო ინფორმაციას.ვახშამი გექნებათ სასტუმროში.
ვახშამი და ღამისთევა ქაიროს სასტუმროში შედის ფასში.
მე-2 დღე:ქაირო-გასეირნება ქალაქში.
თქვენი მოგზაურობა ქაიროში დაიწყება გიზის პლატოდან.პირველ რიგში თქვენ დაათვალიერებთ ერთ-ერთს შვიდ საოცრებიდან მსოფლიოში ხეოფსის,ხეფრენის, მიქერინის პირამიდებს და დიდ სფინქს.ასევე თქვენ ეწვევით ეგვიპტის ყველაზე დიდ მუზეუმს, სადაც შეგიძლიათ დაათვალიეროთ  ყველაზე საინტერესო და საოცარი გამოფენები მსოფლიოში.აღმოაჩინეთ ეგვიპტის ფარაონების საოცარი ისტორია, სამკაულები, ქანდაკებები და მუმიები.ასევე ტუტანხამონის ოქროსა და სამკაულების უნიკალურ კოლექციას.მერე კი თქვენ გაემგზავრებით ქაიროს ცენტრში და დაათვალიერებთ სალაჰ ად- დინის ციხეს და ეგვიპტის ყველაზე დიდ მეჩეთს-მუჰამედ ალის მეჩეთს.აუცილებლად ფეხით გაისეირნეთ  ეგვიპტის ყველაზე დიდ ბაზარში,რომელსაც ჰქვია -ჰან ელ-ჰალილის ბაზარი.საღამოს თქვენ გაემგზავრებით ფაიუმში.
ჩვენ გთავაზობთ დამატებით ღონისძიებებს:
  • მუმიის ოთახი ქაიროს მუზეუმში
  • აქლემებით გასეირნება პირამიდებთან
  • დიდ პირამიდაში შესასვლელი ბილეთები
  • შესასვლელი ბილეთები პატარა პირამიდაში                                                 
საუზმე, სადილი და ვახშამი შედის ფასში. ღამისთევა ფაიუმის სასტუმროში
მე-3 დღე:ფაიუმის ოაზისი.
საუზმის შემდეგ თქვენ გაემგზავრებით ფაიუმის ოაზისში -ეს არის უდიდესი ფართობის ოაზისი ეგვიპტეში.ქალაქი ფაუმი უძველესი ქალაქია ქვეყანაში.აქ ნახავთ ამენემჰოტეპ მე-3 პირამიდას.კიდევ ერთი ფაიუმის სიმბოლოა,რომაელების გამოგონილი,წყლის ასაზიდი ბორბლები,რომლებსაც ამოძრავებს არხის წყალი.ლანჩის მერე თქვენ დაათვალიერებთ ვადი-ელ-ჰიტანს-პალეონტოლოგოური ძეგლი ეგვიპტეში.აქ ცხადი ხდება ვეშაპების ევოლუციის ერთ-ერთი უდიდესი საიდუმლო - ოკეანის ეს ძუძუმწოვარი თავდაპირველად ხმელეთის ცხოველი ყოფილა. სხვაგან არსად მსოფლიოში არ მოიპოვება ამ რიცხვის, კონცენტრაციისა და ხარისხის ნამარხები.ნამარხები შეიძლება არ იყოს უძველესი სხვებთან შედარებით, მაგრამ ამ ტერიტორიაზე თავმოყრილია მათი დიდი რაოდენობა. ამავე დროს, იმდენად მაღალია მათი შემონახულობის ხარისხი, რომ ხელუხლებელია ზოგიერთი ჩონჩხის მუცლის შიგთავსიც კი. აღმოჩენილი სხვა უძველესი ცხოველების ნამარხები, მაგალითად ზვიგენების, ნიანგების, ხერხი-თევზების, კუების და სკაროსების, საშუალებას იძლევა გაცოცხლდეს ის ბუნებრივი გარემო და ეკოლოგიური პირობები, რომელიც მათ დროს, მილიონობით წლის წინ იყო.და ბოლოს თქვენ ეწვევით ბადი ელ რაიანის ნაკრძალს,სადაც ნახავთ ორ ტბას,ულამაზესი მწვანე ოაზისს.ზედა და ქვედა ტბის შორის - ჩანჩქერებია.ელ-მუდავარას მთის ძირში გექნებათ მოკლე გაჩერება,რათა დაათვალიეროთ უხეში ქვების და ოქროს უდაბნოს ულამაზესი ლანდშაფტი.მოგვიანებით თქვენ გაემგზავრებით ბაჰარიაში.
საუზმე, სადილი და ვახშამი შედის ფასში. ღამისთევა ბაჰარიის სასტუმროში.
მე-4დღე:ოაზისი ბაჰარია.
ოაზისი ბაჰარია-უმსხვილესი და ყველაზე მნიშვნელოვანი ოაზისია დასავლეთ უდაბნოში. ქალაქ ბავითში წასვლისას, ნახავთ როგორ იზრდება ძირითადი კულტურები(გუავა, მანგო, ფინიკები, ზეთისხილი) და ზოგიერთი ისტორიული ღირშესანიშნაობები.ბერძნულ-რომაული ნეკროპოლისი შეიცავს დიდი რაოდენობით სხვადასხვა მუმიებს და კიდევ ცნობილია სახელწოდებით ოქროს მუმიების ხეობა.ასევე ნახავთ ალექსანდრე დიდის უძველეს ტაძარს,ბანეთიუს სამარხს,თავისი კარგად შემონახული ფერადი იეროგლიფებით და ნახატებით,აინ-მუფტელას ტაძარს  ოთხი სალოცავით,რომლის კედლების სიმაღლე დაახლოებით ორი მეტრია და აშენდა სადღაც 2600წლის წინ.ლანჩი გექნებათ ადგილობრივ რესტორანში.დღის მეორე ნახევარი იქნება თქვენს განკარგულებაში.
საუზმე, სადილი და ვახშამი შედის ფასში. ღამისთევა ბაჰარიის სასტუმროში.
მე-5 დღე:შავი და თეთრი უდაბნო.
დილით ადრე თქვენ გაემგზავრებით ჯიპებით შავ უდაბნოში თავისი მრავალი კლდეებით და ბორცვებით,რომელიც დაფარულია შავი ბაზალტით.შემდეგ თქვენი გზა გაივლის ეგვიპტის ეროვნულ პარკში ,თეთრ უდაბნოში.უძველეს დროს ეს უდაბნო იყო ოკეანის საგები, მაგრამ მას შემდეგ, რაც წყალმა ჩამოიწია, დარჩა ჯვაროსნული ფორმები,უცნაური სილამაზის პეიზაჟები.ამ უნიკალურ ლანდშაფტს თქვენ ვერ იპოვით ვერსად. საღამოს თქვენ გაემგზავრებით ფარაფრას სასტუმროში.
საუზმე, სადილი და ვახშამი შედის ფასში. ღამისთევა ფარაფრას სასტუმროში.
მე-6 დღე:ოაზისები ფარაფრა და დახლა.
საუზმის შემდეგ, თქვენ გაემგზავრებით ფარაფრას ოაზისში.აქ ნახავთ აყვავებულ პალმების ბაღებს და ხილის ხეებს, ცხელ წყაროებს, ფერმერების სახლებს და ადგილობრივ მხატვარ ბადრის სპეციალურ მუზეუმს.ის მუშაობს თიხით, ქვიშით,ქვით,ქმნის სკულპტურებს და ნახატებს,სადაც ასახავს ოაზისის ტრადიციულ ცხოვრებას .საუზმის მერე თქვენ გაემგზავრებით დახლას ოაზისში-უზარმაზარი მწვანე ფართობი,გარშემორტყმული ვარდისფერი კლდეებით.აქ თქვენ ეწვევით ალ-კასრს.ეს არის ისლამური გამაგრებული დასახლება, სადაც ყველაზე კარგად შემონახულია სხვადასხვა შენობები (სახლები, მეჩეთი, ქარხნები, და სახელოსნოები). აქ სასტუმროში თქვენ გაატარებთ ღამეს.
საუზმე, სადილი და ვახშამი შედის ფასში. ღამისთევა დახლას სასტუმროში.
მე-7 დღე:დახლას და ხარგას ოაზისები.
საუზმის მერე თქვენ გაემგზავრებით რომაელების ტაძრის ნანგრევებთან დეირ-ელ-ხაჯართან.ის აშენებულია ქვიშაქვებიდან და მის კედლებზე კარგად შემონახულია საინტერესო იეროგლიფები,მიძღვნილი სამების სამ წევრს - ღმერთ ამონს,მის მეუღლეს მუტს და შვილს ხონსუს.შემდეგ თქვენ დაათვალიერებთ კარატ-ელ-მუზავაკას ნაკრძალს,ფერადად გაფორმებული სამარხებით, რომელიც იღებს სათავეს ბერძნულ-რომაულ პერიოდიდან.შემდეგ თქვენ ეწვევით ნაწილობრივად განადგურებულ უძველეს ორ ქალაქს- ბუჩულას და კალამუნს,რომელიც თარიღდება შუა საუკუნეებით.ლანჩის მერე თქვენ გაემგზავრებით ხარგას ოაზისში,სადაც დაათვალიერებთ გიბისის ტაძარს და ბაგავატს.ბაგავატი არის უძველესი ქრისტიანული ნეკროპოლისი,რომელშიც დაახლოებით 200 სამლოცველოა თავისი სამარხებით.ვახშამი გექნებათ დახლას სასტუმროში.
საუზმე, სადილი და ვახშამი შედის ფასში. ღამისთევა დახლას სასტუმროში.
მე-8 დღე: ხარგა-ლუქსორი
საუზმის შემდეგ თქვენ ეწვევით კასრ-დუშს თავისი ციხით და კარგად შემონახული ტაძრით,აშენებულს ბერძნულ-რომაულ პერიოდში.თავის დროს ეს იყო მნიშვნელოვანი ადგილი,სადაც სავაჭრო-საქარავნო გზა გადიოდა.შემდეგ თქვენ ეწვევით კასრ-ელ-ლაბახას ნარჩენებს.ეს იყო რომაული გამაგრებული დასახლება.ლანჩის მერე თქვენ დატოვებთ დახლას ოაზისს და გაემგზავრებით ლუქსორში.საღამო იქნება თქვენს განკარგულებაში.
საუზმე, სადილი და ვახშამი შედის ფასში. ღამისთევა ლუქსორის სასტუმროში.
მე-9 დღე:ლუქსორი,კრუიზი ნილოსზე დღე 1.
ჩვენი გიდი დაგხვდებათ თქვენ რკინიგზის სადგურში.ის მიგიყვანთ თქვენ პორტში,საიდანაც ლაინერით გააგრძელებთ მოგზაურობას.თქვენ გაემგზავრებით  ნილოსის დასავლეთ სანაპიროზე,სადაც დაინახავთ მემნონის კოლოსებს,ამენხოტეპ მესამეს გიგანტურ ქანდაკებას.მეფეთა ველს ადგილს სადაც 500წლის მანძილზე უძველესი ეგვიპტელები კრძალავდნენ მეფეებს.მედინეთ ჰაბუსეს - რამზეს 2 ერთადერთი მემორიალური ტაძარი.ტაძრის ფასადი გაფორმებულია რამზეს 2 კანდაკებებით.ამ ქანდაკებებში გამოსახულია თავად რამზეს მე-2,ოსირისის ატრიბუტებითა და ფორმით.კედელზე, მიახლოებით7000კვ.მ. უამრავი იეროგლიფებია,რომლებიც  გვიყვება ჩვენ ეგვიპტის ისტორიას.მაგალითად რამზეს 2 გამარჯვებას მის მტრებზე,ზღვის ხალხზე,რომლებიც ემუქრებოდენ ეგვიპტეს ძველ დროს.მოემზადეთ კიდევ ერთი აღმოჩენისათვის-დედოფალი ხატშეფტსუტის ტაძარი.ერთ ერთი ქალი ფარაონი,რომელიც წარმატებით მართავდა ეგვიპტეს 15წელის განმავლობაში და თავისთვის შექმნა უზარმაზარი ტაძარი.ლანჩი გექნებათ ადგილობრივ რესტორანში,საღამო იქნება თქვენს განკარგულებაში.
დამატებითი ღონისძიებები:
  • ლაზერული შოუ პროგრამა კარნაკის ტაძარში
  • შოპინგი ლუქსორის დიდ ბაზარში
  • ფაეტონით გასეირნება ქალაქში.
საუზმე, სადილი და ვახშამი შედის ფასში. ღამისთევა ლაინერზე.
მე-10 დღე:ლუქსორის და ისნას ტაძრები.კრუიზი ნილოსზე მე-2 დღე.
საუზმის შემდეგ თქვენ გაემგზავრებით აღმოსავლეთ სანაპიროზე, სადაც თქვენ გელით კარნაკის ტაძარი. ერთ ერთი ყველაზე უჩვეულო ტაძარი მსოფლიოში, რომელიც ათასობით წლის განმავლობაში არის საოცრად კარგ მდგომარეობაში.მერე თქვენ დაათვალიერებთ ლუქსორის ტაძარს.ეწვიეთ ამ საინტერესო ადგილს და აღმოაჩინეთ არამხოლოდ ფარაონების ნანგრევები არამედ ალექსანდრე დიდის,რომაელების და პირველი ქრისტიანების ნაკვალები,რომლებიც შეცვალეს ეს ტაძარი თავისი გემოვნებით.და ბოლოს დაათვალიერებთ ისნას ტაძარს, ბერძნულ-რომაული პერიოდის ულამაზესი ტაძარი.
საუზმე, სადილი და ვახშამი შედის ფასში. ღამისთევა ლაინერზე.
მე-11 დღე:ქომ-ომბო და ედფუ.კრუიზი ნილოსზე მე-3 დღე.
ნავზე საუზმის შემდეგ, თქვენ ეწვევით არაჩვეულებრივ ორმაგ ტაძარს კომ-ომბოს,რომლის ერთი ფრთა ეძღვნება ღმერთ სებეკს (ის გამოსახულია ნიანგის სახით), და მეორე -ღმერთ ჰორუსს (ის გამოსახულია შარავანდენის სახით).ედფუს ტაძარი, ყველაზე კარგად შემონახული ტაძარია, მიძღვნილი ღმერთ ჰორუსს,რომლის მშენებლობას დაჭირდა თითქმის 200წელი და მისი შესანიშნავად დეკორირებული კედლები ჰყვება უძველესი ეგვიპტის მითებზე.
საუზმე, სადილი და ვახშამი შედის ფასში. ღამისთევა ლაინერზე.
მე-12 დღე:ასუანი-გასეირნება ქალაქში.კრუიზი ნილოსზე-4 დღე
თქვენ ეწვევით ასუანის კაშხალს,ეს მართლაც მე- XX საუკუნის საინჟინრო სასწაულია და დაუმთავრებელ ობელისკს, უძველესი გრანიტის კარიერის  ნარჩენებს.სადილი გექნებათ რესტორანში.მერე გააგრძელებთ მოგზაურობას კიტჩენერის კუნძულზე თავისი საოცარი ბოტანიკური ბაღით და ელეფანტინეს კუნძულზე,თავისი ცნობილი ნილომეტრით(ჭა,რომელიც  უერთდება დიდ მდინარეს და გამოიყენება წყალდიდობის გაფრთხილებისათვის).ნუბიელების სოფლის უძველეს ნანგრევებს და ბოლოს, თქვენ ნახავთ ფილეს ტაძარს.კაშხალის მშენებლობამ გაანადგურა უამრავი უძველესი ძეგლები.მათი გადარჩენისათვის ზოგიერთი ისტორიული ძეგლები დაშალეს,და აღადგინეს მაღალ ადგილებზე.  ერთ-ერთი მათგანი ფილეს ტაძარიც იყო.საღამოს მატარებლით გაემგზავრებით ქაიროში.
დამატებითი ღონისძიებები:
  • ლაზერული შოუ-პროგრამა ფილეს ტაძარში.
საუზმე, სადილი და ვახშამი შედის ფასში.ღამისთევა ლაინერზე.
მე-13 დღე :ასუანი და აბუ სიმბალი.კრუიზი ნილოსზე მე-5 დღე.
დილით ადრე თქვენ გაემგზავრებით აბუ-სიმბალში.რამზეს  II ტაძრის სიმაღლე არის 30 მეტრო და ტაძრის შესასველს იცავს მისი ოთხი უზარმაზარი ქანდაკება.ტაძარი იყო მოჩუქურთმებული პირდაპირ კლდეში და იყო გაფორმებული ფერადი იეროგლიფებით და ნახატებით.ნეფერტარის ტაძარი,რამზეს  II მეუღლის,დიდი ტაძრის გამარტივებული ვერსიაა.მხოლოდ აქ ნახავთ უძველესი ეგვიპტის ხელოვნების უნიკალურ მოვლენას:ტაძრის ფასადზე მეფე-დედოფლის ქანდაკებები ერთი ზომისაა.ასუანის სასტუმროში დაბრუნებისას თქვენთვის იქნება მომზადებული ვახშამი.დანარჩენი დღე იქნება თქვენს განკარგულებაში.შეგიძლიათ დაისვენოთ ლაინერზე ან შეისწავლოთ ქალაქი.
დამატებითი ღონისძიებები:
  • წმინდა სიმეონე ტაძარი.
  • კალაბშას ტაძარი.
საუზმე, სადილი და ვახშამი შედის ფასში.ღამისთევა ლაინერზე.
მე-14 დღე:დაშჰური,მემფისი,საკარა და ქაირო.
დილით ადრე თქვენ გაემგზავრებით დაშჰურში,სამეფო ნეკროპოლში,სადაც დაინახავთ უცნაური ფორმის პირამიდას-ეს არის ტეხილი პირამიდა.გამართული და სწორი ფორმის პირამიდას-ვარდისფერ პირამიდას და მაგრად დაზიანებულ შავ პირამიდას. თქვენ ესტუმრებით ეგვიპტის ძველ დედაქალაქს მემფის,სადაც დაათვალიერებთ რამზესII ძეგლს და სფინქს.ასევე ესტუმრებით საკარას, მემფისის უძველეს სასაფლაოებს, თავისი მონუმენტური სხვადასხვა ფორმის  სამარხეებს და ყველაზე ცნობილ ჯოსერის პირამიდას.ლანჩის შემდეგ თქვენ დაათვალიერებთ შეკიდულ ეკლესიას,რომელიც კარგად არის შემონახული.შემდეგი გაჩერება გექნებათ წმინდა ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაში. იგი იღებს სათავეს დაახლოებით III საუკუნეში და ამიტომ ითვლება, როგორც ერთ-ერთი უძველესი და ძირითადი კოპტური ადგილი.ასევე თქვენ დაათვალიერებთ წმინდა სერგისა და ბაქოს-მართლმადიდებელ ეკლესიას.ლეგენდის თანახმად ეს ეკლესია აშენდა იმ ადგილას სადაც წმინდა ოჯახი იმალებოდა მეფე ჰეროდესესგან.ეს არის ერთ-ერთი უძველესი ეკლესია ეგვიპტეში.პროგრამის ბოლოს თქვენ დაათვალიერებთ ქრისტიანულ მუზეუმს, რომელიც დაარსდა 1910წელს.საღამო იქნება თქვენს განკარგულებაში.
ჩვენ გთავაზობთ დამატებით ღონისძიებებს:
  • ლაზერული შოუ პროგრამა პირამიდებზე
  • ქაიროს კოშკი
  • ვახშამი საკრუიზო ლაინერზე
საუზმე, სადილი და ვახშამი შედის ფასში.ღამისთევა ქაიროს სასტუმროში.
მე-15 დღე:ქაირო-გამგზავრების დღე.
დილას საუზმის მერე ჩვენი გიდი მოგაკითხავთ თქვენ სასტუმროში და მის ერთად გაემგზავრებით ქაიროს ეროვნულ აეროპორტში.ამით ჩვენი პროგრამა მთავრდება.
შენიშვნა: თუ თქვენი ფრენა იქნება დღის მეორე ნახევარში ან საღამოს, ჩვენ შეგვიძლია შემოგთავაზოთ დამატებითი პროგრამები.ყველა შემთხვევაში თქვენ იქნებით აეროპორტში რეგისტრაციის დაწყებამდე 3 საათით ადრე.
ფასში შედის:
  • ტრანსფერი ყველა მითითებულ ადგილას კომფორტული ავტომანქანით.
  • მატარებლით მოგზაურობა : ქაირო-ასუანი
  • გიდი
  • შესასვლელი ბილეთები ყველა მითითებულ ადგილას.
  • სასტუმროებში განთავსება
  • 5 დღიანი კრუიზი
  • წყალი და გამაგრილებელი სასმელები.
ფასში არ შედის:
  • გიდის და მძღოლის მომსახურების პროცენტები
  • პირადი ნივთები,კვება,სასმელები და მომსახურება რომელიც არ არის მითითებული პუნკტში ‘’ფასში შედის“.
  • დამატებითი ღონისძიებები.
  • საერთაშორისო და შიდა ფრენები
  • ვიზა



http://www.whitesharkegypt.com/articles-ge-163844334.html

Comments

Popular posts from this blog

ორდღიანი მოგზაურობა ლუქსორში,ასუანში და აბუ-სიმბალში.

Egyptian Food

8 დღიანი კლასიკური ტური “საუკეთესო ეგვიპტის მოყვარულთათვის “(ქაირო-ასუანი-აბუ სიმბალი-ლუქსორი)