8 დღიანი კლასიკური ტური “საუკეთესო ეგვიპტის მოყვარულთათვის “(ქაირო-ასუანი-აბუ სიმბალი-ლუქსორი)
მარშრუტი და ტურის პროგრამა:
1-დღე.ქაირო-ჩამოსვლა.
აეროპრტში ჩამოსვლისას,საპასპორტო და საბაჟო კონტროლის მერე,ჩვენი გიდი დაგხვდებათ თქვენ აეროპორტის გასასვლელთან.ის მიგიყვანთ სასტუმროში და მოგაწვდით საჭირო ინფორმაციას.ვახშამი გექნებათ სასტუმროში.
დამატებითი ღონისძიებები:
- ლაზერული შოუ პროგრამა პირამიდებზე
- ქაიროს კოშკი
- ვახშამი საკრუიზო ლაინერზე
მე-2 დღე:ქაირო-გასეირნება ქალაქში.
თქვენი მოგზაურობა ქაიროში დაიწყება გიზის პლატოდან.პირველ რიგში თქვენ დაათვალიერებთ ერთ-ერთს შვიდ საოცრებას შორის მსოფლიოში: ხეოფსის,ხეფრენის, მიქერინის პირამიდებს და დიდ სფინქს.ასევე თქვენ ეწვევით ეგვიპტის ყველაზე დიდ მუზეუმს, სადაც შეგიძლიათ დაათვალიეროთ ყველაზე საინტერესო და საოცარი გამოფენები მსოფლიოში.აღმოაჩინეთ ეგვიპტის ფარაონების საოცარი ისტორია, სამკაულები, ქანდაკებები და მუმიები.ასევე ტუტანხამონის ოქროსა და სამკაულების უნიკალურ კოლექციას.მერე კი თქვენ გაემგზავრებით ქაიროს ცენტრში და დაათვალიერებთ სალაჰ ად- დინის ციხეს და ეგვიპტის ყველაზე დიდ მეჩეთს-მუჰამედ ალის მეჩეთს.აუცილებლად ფეხით გაისეირნეთ ეგვიპტის ყველაზე დიდ ბაზარში,რომელსაც ჰქვია ჰან ელ-ჰალილის ბაზარი.მოგვიანებით რკინიგზის სადგურიდან ღამის მატარებლით გაემგზავრებით ლუქსორში.
ჩვენ გთავაზობთ დამატებით ღონისძიებებს:
- მუმიის ოთახი ქაიროს მუზეუმში
- აქლემებით გასეირნება პირამიდებთან
- დიდ პირამიდაში შესასვლელი ბილეთები
- შესასვლელი ბილეთები პატარა პირამიდაში
მე-3 დღე:ლუქსორი,კრუიზი ნილოსზე დღე 1.
ჩვენი გიდი დაგხვდებათ თქვენ რკინიგზის სადგურში.ის მიგიყვანთ თქვენ პორტში,საიდანაც ლაინერით გააგრძელებთ მოგზაურობას.თქვენ გაემგზავრებით ნილოსის დასავლეთ სანაპიროზე,სადაც დაინახავთ მემნონის კოლოსებს,ამენხოტეპ მესამეს გიგანტურ ქანდაკებას.მეფეთა ველს ადგილს სადაც 500წლის მანძილზე უძველესი ეგვიპტელები კრძალავდნენ მეფეებს.მედინეთ ჰაბუსეს - რამზეს 2 ერთადერთი მემორიალური ტაძარი.ტაძრის ფასადი გაფორმებულია რამზეს 2 კანდაკებებით.ამ ქანდაკებებში გამოსახულია თავად რამზეს მე-2,ოსირისის ატრიბუტებითა და ფორმით.კედელზე, მიახლოებით7000კვ.მ. უამრავი იეროგლიფებია,რომლებიც გვიყვება ჩვენ ეგვიპტის ისტორიას.მაგალითად რამზეს 2 გამარჯვებას მის მტრებზე,ზღვის ხალხზე,რომლებიც ემუქრებოდენ ეგვიპტეს ძველ დროს.მოემზადეთ კიდევ ერთი აღმოჩენისათვის-დედოფალი ხატშეფტსუტის ტაძარი.ერთ ერთი ქალი ფარაონი,რომელიც წარმატებით მართავდა ეგვიპტეს 15წელის განმავლობაში და თავისთვის შექმნა უზარმაზარი ტაძარი.ლანჩი გექნებათ ადგილობრივ რესტორანში,საღამო იქნება თქვენს განკარგულებაში.
დამატებითი ღონისძიებები:
- ლაზერული შოუ პროგრამა კარნაკის ტაძარში
- შოპინგი ლუქსორის დიდ ბაზარში
- ფაეტონით გასეირნება ქალაქში.
მე-4 დღე:ლუქსორი და ისნა.კრუიზი ნილოსზე მე-2 დღე.
საუზმის შემდეგ თქვენ გაემგზავრებით აღმოსავლეთ სანაპიროზე, სადაც თქვენ გელით კარნაკის ტაძარი. ერთ ერთი ყველაზე უჩვეულო ტაძარი მსოფლიოში, რომელიც ათასობით წლის განმავლობაში არის საოცრად კარგ მდგომარეობაში.მერე თქვენ დაათვალიერებთ ლუქსორის ტაძარს.ეწვიეთ ამ საინტერესო ადგილს და აღმოაჩინეთ არამხოლოდ ფარაონების ნანგრევები არამედ ალექსანდრე დიდის,რომაელების და პირველი ქრისტიანების ნაკვალები,რომლებიც შეცვალეს ეს ტაძარი თავისი გემოვნებით.და ბოლოს დაათვალიერებთ ისნას ტაძარს, ბერძნულ-რომაული პერიოდის ულამაზესი ტაძარი.
საუზმე, სადილი და ვახშამი შედის ფასში. ღამისთევა ლაინერზე.
მე-5 დღე:ქომ-ომბო და ედფუ.კრუიზი ნილოსზე მე-3 დღე.
ნავზე საუზმის შემდეგ, თქვენ ეწვევით არაჩვეულებრივ ორმაგ ტაძარს კომ-ომბოს,რომლის ერთი ფრთა ეძღვნება ღმერთ სებეკს (ის გამოსახულია ნიანგის სახით), და მეორე -ღმერთ ჰორუსს (ის გამოსახულია შარავანდენის სახით).ედფუს ტაძარი, ყველაზე კარგად შემონახული ტაძარია, მიძღვნილი ღმერთ ჰორუსს,რომლის მშენებლობას დაჭირდა თითქმის 200წელი და მისი შესანიშნავად დეკორირებული კედლები ჰყვება უძველესი ეგვიპტის მითებზე.
საუზმე, სადილი და ვახშამი შედის ფასში. ღამისთევა ლაინერზე.
მე-6 დღე :ასუანი და აბუ სიმბალი.კრუიზი ნილოსზე მე-4 დღე.
დილით ადრე თქვენ გაემგზავრებით აბუ-სიმბალში.რამზეს II ტაძრის სიმაღლე არის 30 მეტრო და ტაძრის შესასველს იცავს მისი ოთხი უზარმაზარი ქანდაკება.ტაძარი იყო მოჩუქურთმებული პირდაპირ კლდეში და იყო გაფორმებული ფერადი იეროგლიფებით და ნახატებით.ნეფერტარის ტაძარი,რამზეს II მეუღლის,დიდი ტაძრის გამარტივებული ვერსიაა.მხოლოდ აქ ნახავთ უძველესი ეგვიპტის ხელოვნების უნიკალურ მოვლენას:ტაძრის ფასადზე მეფე-დედოფლის ქანდაკებები ერთი ზომისაა.ასუანის სასტუმროში დაბრუნებისას თქვენთვის იქნება მომზადებული ვახშამი.დანარჩენი დღე იქნება თქვენს განკარგულებაში.შეგიძლიათ დაისვენოთ ლაინერზე ან შეისწავლოთ ქალაქი.
დამატებითი ღონისძიებები:
- ლაზერული შოუ-პროგრამა ფილეს ტაძარში.
- კალაბშას ტაძარი
- წმიდა სიმეონეს ეკლესია
მე-7 დღე:ასუანი-გასეირნება ქალაქში.კრუიზი ნილოსზე-5 დღე
ჩვენი გიდი დაგხვდებათ თქვენ რკინიგზის სადგურში.ის მიგიყვანთ თქვენ პორტში,საიდანაც ლაინერით გააგრძელებთ მოგზაურობას.თქვენ ეწვევით ასუანის კაშხალს,ეს მართლაც მე- XX საუკუნის საინჟინრო სასწაულია და დაუმთავრებელ ობელისკს, უძველესი გრანიტის კარიერის ნარჩენებს.სადილი გექნებათ რესტორანში.მერე გააგრძელებთ მოგზაურობას კიტჩენერის კუნძულზე თავისი საოცარი ბოტანიკური ბაღით და ელეფანტინეს კუნძულზე,თავისი ცნობილი ნილომეტრით(ჭა,რომელიც უერთდება დიდ მდინარეს და გამოიყენება წყალდიდობის გაფრთხილებისათვის).ნუბიელების სოფლის უძველეს ნანგრევებს და ბოლოს, თქვენ ნახავთ ფილეს ტაძარს.კაშხალის მშენებლობამ გაანადგურა უამრავი უძველესი ძეგლები.მათი გადარჩენისათვის ზოგიერთი ისტორიული ძეგლები დაშალეს,და აღადგინეს მაღალ ადგილებზე. ერთ-ერთი მათგანი ფილეს ტაძარიც იყო.საღამოს მატარებლით გაემგზავრებით ქაიროში.
საუზმე, სადილი და ვახშამი შედის ფასში.ღამისთევა მატარებელში.
მე-15 დღე:ქაირო-გამგზავრების დღე.
დილას საუზმის მერე ჩვენი გიდი მოგაკითხავთ თქვენ სასტუმროში და მის ერთად გაემგზავრებით ქაიროს ეროვნულ აეროპორტში.ამით ჩვენი პროგრამა მთავრდება.
შენიშვნა: თუ თქვენი ფრენა იქნება დღის მეორე ნახევარში ან საღამოს, ჩვენ შეგვიძლია შემოგთავაზოთ დამატებითი პროგრამები.ყველა შემთხვევაში თქვენ იქნებით აეროპორტში რეგისტრაციის დაწყებამდე 3 საათით ადრე.
ფასში შედის:
- ტრანსფერი ყველა მითითებულ ადგილას კომფორტული ავტომანქანით.
- გიდი
- შესასვლელი ბილეთები ყველა მითითებულ ადგილას.
- მატარებლით მოგზაურობა ქაირო-ასუანი-ლუქსორი
- ქაიროს სასტუმროში განთავსება
- 5-დღიანი კრუიზი ლაინერით
- წყალი და გამაგრილებელი სასმელები.
- გიდის და მძღოლის მომსახურების პროცენტები
- პირადი ნივთები,კვება,სასმელები და მომსახურება რომელიც არ არის მითითებული პუნკტში ‘’ფასში შედის“.
- დამატებითი ღონისძიებები.
- საერთაშორისო და შიდა ფრენები
- ვიზა
Comments
Post a Comment