ორდღიანი მოგზაურობა ლუქსორში,ასუანში და აბუ-სიმბალში.

 

ტურის დეტალები:
ჩვენი მძღოლი მოგაკითხავთ თქვენ სასტუმროს შესასვლელთან ხურგადაში.თქვენ რომ იცნოთ ჩვენი მძღოლი მას ხელში ეჭირება პლაკატი თქვენი სახელით.ლუქსორში ჩასვლამდე თქვენ შეგიძლიათ გაერთოდ ეგვიპტის ლანდშაფტით.რათქმაუნდა გზაში ჩვენ გექნება რამდენიმე გაჩერება თქვენ როცა დაგჭირდებათ.
თქვენი მოგზაურობა დაიწყება ნილოსის დასავლეთ სანაპიროდან,სადაც დაინახავთ მემნონის კოლოსებს,ამენხოტეპ მესამეს გიგანტურ ქანდაკებას.
თავის დროზე ქანდაკებები იცავდნენ მეფის ტაძარს,რომელიც კარნაკის ტაძარზე საკმაოდ დიდი იყო,მაგრამ დღემდე არ შემორჩა.
შემდეგი გაჩერება გექნებათ მეფეთა ველში.ეს არის ადგილი სადაც 500წლის მანძილზე უძველესი ეგვიპტელები კრძალავდნენ მეფეებს.აქ იყო ნაპოვნი თავის დროს ცნობილი ადამიანებისა და ფარაონების მუმიები.კლდეებზე შეგიძლიათ აღმოაჩინოთ ფერადი ნახატები და იეროგლიფები.
მოემზადეთ კიდევ ერთი აღმოჩენისათვის-დედოფალი ხატშეფტსუტის ტაძარი.ერთ ერთი ქალი ფარაონი,რომელიც წარმატებით მართავდა ეგვიპტეს 15წელის განმავლობაში და თავისთვის შექმნა უზარმაზარი ტაძარი.
მერე კი თქვენ გელოდებათ ლანჩი ადგილობრივ რესტორანში.ასუანში ჩასვლისას შეგიძლიათ გაატაროთ დრო თქვენს სასტუმროში და დაისვენოთ,დაათვალიეროთ ქალაქი ან აირჩიოთ დამატებითი ღონისძიება:
  • ცნობილი ფილეს ტაძარის დათვალიერება.
  •  გასეირნება აფრებიანი ნავით ბოტანიკურ ბაღში და კიტჩენერის კუნძულზე.
  • გასეირნება ელეფანტინეს კუნძულზე.
  •  ეწვიეთ ასუანის კაშხალს -  თანამედროვე საინჟინრო და არქიტექტურის შედევრს.
  •  გრანიტის კარიერები თავისი ცნობილი დაუმთავრებელი ობელისკით.
მე-2 დღე:
საუზმის მერე თქვენ ეწვევით აბუ-სიმბალის ტაძრებს.ნასერი ტბის დასავლეთ ნაპირზე, მდინარე ნილოსის მარცხენა სანაპიროზე ორი ძველეგვიპტური ტაძარი.აბუ-სიმბალის კლდეში ნაკვეთი დიდი ტაძარი აგებულია თავად რამზეს 2-ის განდიდებისათვის, ხოლო მეორე, შედარებით მცირე ჰატჰორის ტაძარი ეგვიპტის დიდი დედოფლის — ნეფერტარის მოსაგონრად აიგო. ორივე ტაძარი 1979წლიდან იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია მოხვედრილია. რამზესისა და ჰატჰორის ეს ორი ტაძარი დღეს აღარ მდებარეობენ იქ, სადაც თავდაპირველად გამოკვეთეს კლდეში. 1968 წელს ასუანის კაშხალის მშენებლობასთან დაკავშირებით აბუ-სიმბალის ტერიტორია წყლით დაიფარა, მანამდე კი, 1963 წლიდან ძეგლთა გადასარჩენად აქტიური სამუშაოები მიმდინარეობდა, ტაძრები ნაწილებად დახერხეს, იმავე მიდამოებში 64 მეტრით მაღლა გადაიტანეს და ხელახლა ააშენეს.აბუ-სიმბალის დიდი ტაძარი არქიტექტურული  ელემენტების მხრივ წარმოადგენს ეგვიპტური „ყველა წმინდანთა ტაძრის“ გადატანას კლდეში. კლდის ფერდობი აქ ტაძრის ჭიშკრის მოვალეობას ასრულებს. ტაძრის შიდა მხარეში საკურთხევლამდე ჩამწკრივებულია და ერთმანეთს მისდევს წარწერებითა და რელიეფებით მდიდრულად მორთული დარბაზები. საკურთხეველში ფრესკების სახით წარმოდგენილია ტაძარში თაყვანცემული ღვთაებების გამოსახულებები.
აბუ-სიმბალის დიდი ტაძრის საკურთხევლის „მზის სასწაული“ ეწოდება მოვლენას, რომელიც აქ წელიწადში ორჯერ ხდება. „მზის სასწაულის“ დროს შემოსასვლელი ჭიშკრიდან შემოსული მზის სხივები ღრმად იჭრებიან ტაძრის შიდა სივრცეში, აღწევენ უკანასკნელ ოთახამდე — საკურთხევლამდე და მასში მყოფი ოთხი მჯდომარე ქანდაკებიდან ანათებენ სამს:ამონ-რას გაღმერთებულ რამზესსა და რა-ჰორაქტს . უკიდურეს მარცხენა კუთხეში მჯდომი ქანდაკება ღვთაება პტაჰისა, რომელიც მიწის ღმერთად ითვლებოდა და დაკავშირებული იყო გარდაცვლილთა სამეფოსთან, მარცხენა მკლავის გარდა მთლიანად ბნელში რჩება.
დიდი ტაძრიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით, დაახლოებით 150მეტრის მოშორებით მდებარეობს ე. წ. მცირე ტაძარი, რომელიც დედოფალ ნეფერტარის განსადიდებლად ქალღმერთ ჰატჰორის სახელზეა აგებული. მცირე ტაძრის ფასადიც კლდეშია შეჭრილი. კლდეში გამოკვეთილი, პირდაპირ მიწის დონეზე ვერტიკალურად მდგარი ფიგურები, რომელთაგან თითოეულს მარცხენა ფეხი ოდნავ წინ აქვს გადმოდგმული, გვიჩვენებენ რამზეს მე2–სა და დედოფალ ნეფერტარს ჰატჰორის ფორმით. ექვსი ქანდაკება ერთმანეთისაგან გამოყოფილია სპეციალური კლდეში ნაკვეთი ტიხრებით, თითოეული ტიხარი თანაბარი ზომისაა და სიმაღლით ათ მეტრს აჭარბებს. ამ ტიხრებზე ღრმად ამოკვეთილი ეგვიპტური იეროგლიფებია გამოსახული. თანაბარი ზომისაა ასევე ფარაონისა და დედოფლის ქანდაკებებიც. ეს ნეფერტარისთვის უდიდეს ჯილდოს წარმოადგენდა, ვინაიდან ეგვიპტეში, როგორც წესი, დედოფლებს გაცილებით მცირე ზომებში გამოსახავდნენ, ვიდრე ფარაონს. ასეა მაგალითად აბუ-სიმბალის დიდ ტაძარში, სადაც ფარაონის ოჯახის წევრები რამზესის უზარმაზარი ქანდაკებების ფეხებთან მხოლოდ პატარა სკულპტურების სახით არიან წარმოდგენილნი.
თქვენ აუცილებლად უნდა ეწვიოთ ამ ადგილს!
ლუქსორში დაბრუნებისას თქვენ გელოდებათ ლანჩი ადგილობრივ რესტორანში.
დღის მეორე ნახევარში თქვენ დაათვალიერებთ კარნაკის ტაძარს,რომელიც მდებარეობს ლუქსორის აღმოსავლეთ სანაპიროზე.ერთ–ერთი ყველაზე უჩვეულო ტაძარი მსოფლიოში, რომელიც ათასობით წლის განმავლობაში არის საოცრად კარგ მდგომარეობაში.თქვენ გექნებათ საკმარისი დრო იმისათვის, რომ შეისწავლოთ ეს არაჩვეულებრივი ისტორიული ძეგლი.ტაძრის უკან თქვენ ნახავთ წმინდა ტბას და სხვადასხვა სალოცავებს.იქვე თუ იპოვეთ წმინდა ხოჭო,ლეგენდის მიხედვით უნდა მოუაროთ მას სამჯერ და  თქვენი სურვილი აუცილებლად შესრულდება.
საღამოს თქვენ დაბრუნდებით თქვენს სასტუმროში.
ეს ტური ტარდება ყოველდღიურად.
ფასში შედის:
  • ტრანსფერი სასტუმროდან/ში ლუქსორში კომფორტული ავტომანქანით.
  • გიდი.
  • შესასვლელი ბილეთები
  • სადილი ორი დღის განმავლობაში ადგილობრივ რესტორანში.
  • ვახშამი პირველ დღეს და საუზმე მეორე დღეს.
  • წყალი და გამაგრილებელი სასმელები
  • ასუანის სასტუმროში განთავსება.
ფასში არ შედის:
  • გიდის და მძღოლის მომსახურების პროცენტები
  • პირადი ნივთები,კვება,სასმელები და მომსახურება რომელიც არ არის მითითებული პუნკტში ‘’ფასში შედის.
  • დამატებითი ღონისძიებები,რომლებიც არ არის მითითებული „ფასში შედის“.
  • საერთაშორისო და ეროვნული ფრენები
  • ვიზა
დამატებითი ღონისძიებები:
  •  ცნობილი ფილეს ტაძარის დათვალიერება.
  • გასეირნება აფრებიანი ნავით ბოტანიკურ ბაღში და კიტჩენერის კუნძულზე.
  • გასეირნება ელეფანტინეს კუნძულზე.
  • ეწვიეთ ასუანის კაშხალს -  თანამედროვე საინჟინრო და არქიტექტურის შედევრი.
  • გრანიტის კარიერები თავისი ცნობილი დაუმთავრებელი ობელისკით.

Comments

Popular posts from this blog

8 დღიანი კლასიკური ტური “საუკეთესო ეგვიპტის მოყვარულთათვის “(ქაირო-ასუანი-აბუ სიმბალი-ლუქსორი)

Egyptian Food